Google-ის აუდიო თარჯიმანს უკვე ქართული ბგერების ამოცნობა და წინადადებების გადათარგმნა შეუძლია. პროგრამით უცხოელებთან საუბარი მარტივია. ახლა უკვე შესაძლებელია, მოსაუბრეს, რომელიც თქვენთვის გასაგებ ენაზე არ ლაპარაკობს, შეკითხვა ნებისმიერ ენზე დავუსვათ და პასუხიც მიიღოთ.
Google-ის თარჯიმანი მსოფლიოს ასზე მეტ ენას მოიცავს და მოგზაურებს ენის ბარიერს უხსნის. თუმცა, პროგრამა გამართულად და გრამატიკულად სწორად არ მეტყველებს. მიუხედავად შეცდომებისა, ტურისტები ამბობენ, რომ შინაარსის გაგება მარტივია.
ქართული ენა Google-ის თარჯიმანში წლებია, ჩატვირთულია, თუმცა ხმოვანი ფუნქცია ახალი დამატებულია.
მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ტურისტებს Google-ის უახლესი მოწყობილობაც დაეხმარება. კომპანიამ ახალი თაობის ყურსასმენები შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საუბარი უცხოელთან რეალურ დროში წარმართოს.