დედაქალაქის რამდენიმე უბანს, სკვერებს, ქუჩებსა და საცხოვრებელ სახლებს სავარაუდოდ აზიური ფაროსანა შეესია. მწერი, რომელიც ძალიან ჰგავს ფაროსანას ვაკის პარკში შენიშნეს.
„პირდაპირ გესევიან, აი ხელზეც დამაჯდა,“ - აცხადებეს დედაქალაქის მცხოვრედბი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მწერის ასეთი რაოდენობა ვაკის პარკში არასდროს უნახავთ. თბილისში შიშობენ, რომ დასავლეთ საქართველოს მსგავსად, მწერი სახლებშიც შეაღწევს.
ვაკის პარკში იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე. როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, ამ ეტაპზე გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად აზიური ფაროსანაა რთულია.
„24 სახეობის ანალოგიური მწერია, რომელიც ძალიან ჰგავს ფაროსანას,“ - განაცხადა ლიპარტიამ.
მისივე თქმით, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა და მწერის სახეობის განსაზღვრის შემდეგ, გატარდება შესაბამსი ზომები.
აზიურ ფაროსანას დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში რადენიმე თვეა ებრძვიან. მწერმა მთლიანად გაანადგურა მოსავალი. ფაროსანას ადგილობრივები სახლებში, სათავსოებსა და ტანსაცმელშიც კი პოულობენ.