თელავში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობის ერთი ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ობიექტი ადგილობრივ ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელიც მედიასთან კონტაქტს თავს არიდებს. რამდენად დაცული იყო მშენებლობისას უსაფრთხოების ზომები, გამოძიება სწავლობს.