18 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
ფაროსანას შემოსევის გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეწყდა

ფაროსანას შემოსევის გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა. გადაწყვეტილება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ მიიღო და 250 აღსაზრდელი ერთი კვირით დაითხოვა.

ბაღის დირექციამ დილიდან საკუთარი ძალებით დაიწყო მწერთან ბრძოლა, შენობაში ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოებიც, თუმცა ფაროსანას განადგურება მაინც ვერ მოხერხდა. ქიმიური პრეპარატებით დამუშავდა შენობის გარე პერიმეტრი.

დღის ამბები