ისნის მე-5 ოლქის მეთერთმეტე საუბნო კომისიის მდივანი აცხადებს, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და მან დაზუსტებით არ იცის სად მუშაობს უბნის თავმჯდომარე. სწორედ მაია ბურჯანაძის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბნის თავმჯდომარე ძალოვან უწყებაში მუშაობს თუმცა დღეს მან თქვა, რომ დაზუსტებით არ იცის სად და რა თანამდებობა უკავია უბნის თავმჯდომარეს.
„სად მუშაობს, სად მუშაობს და ორგანოში მუშაობს მეთქი. ეს ორგანო რომ ვუთხარი აიტაცეს. იცით თქვენ რომ ეს კანონდარღვევაა. ნინო მუშაობს, მაგრამ არ მუშაობს ძალოვან სტრუქტურაში. არ მუშაობს პოლიციაში. სად მუშაობს არ ვიცი,“-განაცხადა მაია ბურჯანაძემ.
თავად ნინო ნიკურაძე, რომელიც ისნის მე-5 ოლქის მეთერთმეტე საუბნო კომისიის თავმჯდომარეა აცხადებს, რომ შესაძლოა მისმა თანამშრომელმა გაიხუმრა როდესაც განაცხადა, რომ ის ძალოვანი უწყების თანამშრომელია. მისივე თქმით ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„შეიძლება გაიხუმრა. მე დანამდვილებით გეუბნებით, რომ ვმუშაობ გადაზიდვების კომპანიაში,“-განაცხადა ნინო ნიკურაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია თითქოს ისნის მე-5 ოლქის მეთერთმეტე საუბნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების თანამშრომელია, ამავე უბნის თანამშრომლის განცხადებაზე დაყრდნობით „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.