18 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
თბილისში მშენებარე კამერულ თეატრში წყალი ჩავიდა

თბილისში, ლესელიძის 4 ნომერში მშენებარე კამერულ თეატრში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მშენებარე თეატრში წყალი სავარაუდოდ, კოტე აფხაზის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების შედეგად ჩავიდა.

„პირველადი შეფასებით, ეს არის გამსკდარი მილი, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე გასკდა. რამდენიმე ათასზე არის საუბარი იმის გარდა, რაც მატერიალური არის,“ - განაცხადა რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ.

თეატრის წევრების განცხადებით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ.

დღის ამბები