ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ისნის მე-5 ოლქის მეთერთმეტე საუბნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების წარმომადგენელია. თამარ ჟვანიას განცხადებით ცესკომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და გაარკვია, რომ ნინო ნიკურაძე გადამზიდავი კომპანიის თანამშრომელია.
„ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც დასაბუთებულად აპირებს წარმოადგინოს თავმჯდომარემ, რომ ის მუშაობს გადამზიდავ კომპანიაში“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია თითქოს ისნის მე-5 ოლქის მეთერთმეტე საუბნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების თანამშრომელია, ამავე უბნის თანამშრომლის განცხადებაზე დაყრდნობით „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.