18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ფაროსანა თბილისშიც გამრავლდა-მწერი ზამთარში კარადებში, საწოლსა და ტანსაცმელში იბუდებს

ფაროსანას შემოსევა თბილისშიც დაიწყო. მწერის მომრავლება თავდაპირველად ვაკის პარკში შენიშნეს. მალევე ფაროსანას გავრცელება სხვა უბნებშიც დაიწყო. სპეციალისტები იმის დადგენას ცდილობენ არის თუ არა თბილისში გამრავლებული მწერი ნამდვილად აზიური ფაროსანა. როგორც გაირკვა საქართველოში მსგავსი ტიპის 24 სახეობაა გავრცელებული, თუმცა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ყველაზე რთულია. როგორც წესი აცივების შემდეგ მავნებელი მწერი სახლებში შედის. ის კარადებში, საწოლსა და ტანსაცმელში იბუდებს.

ფაროსანას რამდენიმე თვეა ებრძვიან დასავლეთ საქართველოში. მწერი სამეგრელოსა და გურიის შემდეგ აჭარასა და იმერეთშიც გავრცელდა. მწერების სიმრავლის გამო დღეს სასწავლო პროცესი ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შეწყდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები