დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ტრაილერი და სამგზავრო "ფორდ-ტრანზიტი" შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად ორი 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი მოტეხილობებითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.