26 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
რას გააკეთებს კახი კალაძე გამარჯვების შემთხვევაში -„ოცნების“ მერობის კანდიდატმა "არჩევანში" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

რას გააკეთებს მერად არჩევის შემთხვევაში კახი კალაძე?-„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა „არჩევანში“ ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს. მათ შორის კახი კალაძის თქმით უმთავრესი იქნება თბილისის გენერალური გეგმის მიღება. მისივე განცხადებით უნდა დასრულდეს ქალაქის ქაოტური განაშენიანება და ამასთან, არც ერთი საცხოვრებელი კორპუსი სკვერების და პარკების ხარჯზე არ აშენდება. კახი კალაძის განცხადებით ქალაქს სჭირდება განვითარება და ეს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებს არ უნდა შეეხოს და ყველა უბანმა უნდა იგრძნოს განვითარება. მერობის კანდიდატმა ისაუბრა ასევე, ეკოლოგიურ პრობლემებზე და განაცხადა, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის განახლებაა დაგეგმილი.  

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს, რომელზეც 500 მილიონი ლარი დაიხარჯება.

კახი კალაძემ მშენებლობაზე დასაქმებული მუშების უფლებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო კონკრეტული ადამიანები ზარალდებიან და ხშირად შემთხვევები ფატალურადაც კი მთავრდება. მისი თქმით ეს მავნე პრაქტიკა უნდა დასრულდეს.

გარდა ამისა კახი კალაძე 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება და გარემოს არ დააბინძურებს.  

მერობის კანდიდატმა ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა  და ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვაზეც ისაუბრა.

დღის ამბები