მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საქართველოში აღარ იქნება საშუალება პირდაპირი წესით თანამდებობის პირების არჩევის და ვერც ხელისუფლების, ამიტომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია.
„წლიდან წლამდე იქნება ის ჭაობი, რაც გვაქვს და სანამ ყელში არ ამოგვივა და სანამ ქუჩაში არ გამოვვარდებით ვერაფერს ვერ შევცვლით“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა
მისივე თქმით სწორედ ახლაა ის დრო, როცა ყველამ კარგად უნდა გაიაზროს რა ელის ქვეყანას წინ. ალეკო ელისაშვილის განცხადებით ახლა არის საშუალება, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს თბილისს. მერობის კანდიდატის თქმით ეს ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება რადგან თავად "ქართული ოცნებაც" მობილიზდება.