„კახი კალაძე მივიდეს იმედგაცრუებულ ადამიანებთან და თვალებში ჩახედოს“,-ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს ხალხის მოტყუებას, როგორც ეს გააკეთა 2012 წელს. ელენე ხოშტარიას განცხადებით კახი კალაძეა სწორედ ის ადამიანი, რომელიც უფასო ფულს, გაიაფებულ დენს და გაზს ჰპირდებოდა ამომრჩეველს 2012 წელს და მან დატოვა გაძვირებული გაზი და დენი და "გაზპრომი" დააბრუნა საქართველოში. მისივე თქმით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მატყუარები პოლიტიკოსების სინონიმებად იქცა.