18 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"მაფიოზა კალაძემ და ივანიშვილმა ავტოგოლი მაშინ გაუტანეს ხალხს როდესაც დაუმსხვრიეს ოცნებები"-გუგავა

„ზოგიერთი ისეთი კანდიდატი გყავდათ აქ  ოდნავ გოგირდის სუნად ყარს და ისინი რამდენადაც ნაკლებად გეყოლებათ სტუდიაში იმ დანაშაულებების გამო და იმ ტყუილების გამო, რომელიც მათ მრავლად აქვთ ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილი, უკეთესი იქნება“,-ასე დაიწყო „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გუგავამ გადაცემა „არჩევანში“ საკუთარი გამოსვლა. მან კახა კალაძე გააკრიტიკა და ის ტყუილების თქმაში დაადანაშაულა.  

„მინდა დავიწყო აი იმ მაფიოზა, რომ იყო კალაძე, რომელსაც თურმე  ქართველი ხალხი მხოლოდ ავტოგოლებს ედავება. არაფერს არ ვიტყვი იმაზე რომ რომში დღესაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გაყიდულ თამაშებთან  და ნარკოტრაფიკთან დაკაშირებით მაგრამ ავტოგოლი მან და ბიძინა ივანიშვილმა  „ქართველ ხალხს“ გაუტანეს მაშინ როდესაც დაუმსხვრიეს ოცნებები“,-განაცხადა გუგავამ.

გუგავას განცხადებით "ქართულ ოცნებას" არც ერთი დანაპირები არ შეუსრულებია. მისივე თქმით ავტოგოლი გაუტანა მოსახლეობას კალაძემ მაშინ, როდესაც დენი და გაზი გააძვირა. 

დღის ამბები