18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
კახა კუკავა გამარჯვების შემთხვევაში განსახორციელებელ გეგმებზე საუბრობს

„2012 წელს ჩვენ ვიყავით ერთადერთი ძალა ვინც ამბობდა, რომ მყარდება ოლიგარქიული რეჟიმი,“-ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ „არჩევანში“ გააკეთა. მან გააკრიტიკა როგორც „ქართული ოცნება“ ასევე, ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. კახა კუკავას თქმით ის თანაგუნდელებთან ერთად იდგა ყოველთვის იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას და მათ ნშორის იყო 7 ნოემბერი და 26 მაისი.

მისივე თქმით მან მოისმინა წინა გამომსვლელებისგან თუ როგორ უნდოდათ ქვეყანა აეყვავებინათ, თუმცა ვერ მოისმინა განმარტება, რატომ ვერ გააკეთეს ეს როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ.

კახა კუკავამ იმ გეგმებზეც ისაუბრა, რასაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელეს. მისი თქმით თბილისი უნდა განიტვირთოს საცობებისგან. უნდა მოეწყოს სპორტული მოედნები, გასართობი პარკები. ასევე, კუკავას განცხადებით უნდა მოხდეს თბილისის განტვირთვა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსახლეობის გადანაწილება, რადგან თბილისში კონცენტრირებულია მოსახლეობის 30 პროცენტი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კახა კუკავა შეეხო, ეს არის "სითი პარკი." მისი თქმით ამ კომპანიასთან უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაწყვეტა და ამისთვის არ არის საჭირო ჯარიმის გადახდა რადგან "სითი პარკმა" თავად დაარღვია ხელშეკრულების პირობები. 

გარდა ამისა კუკავას განცხადებით უნდა აიკრძალოს ჩადრის ტარება. 

დღის ამბები