18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა ისნის გამგეობასთან აქცია გამართეს

ისნის გამგეობასთან აქცია გამართეს ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალტის შენობაში შეჭრილმა დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა. ასზე მეტი ოჯახი შენობაში ელექტროენერგიის ჩაჭრას აპროტესტებენ.

აქციაზე მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგნები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. გამგებელს შეხვდა "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი.

შეხევდრის შედეგად გადაწყდა, რომ დევნილები დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან - სწორედ ამ უწყების ბალანსზეა შენობა.

იმ შემთხვევაში თუ საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა, აქციის მონაწილეები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ. გამგეობა დევნილებს დახმარებას პირდება.

დღის ამბები