შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემისხ თაობაზე, საკრებულოში დაგეგმილ სხდომას აპროტესტებს, ორი პირია დაკავებულია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ კიდევ ერთი პირი რამდენიმე წუთის წინ დააკავა.
აქცია ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საპატრულო პოლიციას და ოპოზიციის წევრებს შორის რამდენჯერმე მოხდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცათ.