18 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
ლტოლვილის სტატუსზე უარი - ჩაბუქის ადვოკატები დევნილთა სამინისტროს წინააღმდეგ

ემრე ჩაბუქის ადვოკატები დევნილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ. დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის უფლებადამცველებმა, სარჩელით დღეს საქალაქო სასამართლოს მიმართეს. ადვოკატები სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე და საქართველოში თავშესაფარზე უარი უთხრეს.

ჩაბუქის ადვოკატები და ოჯახის წევრები, გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

“ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად არის მოკლებული სამართლებრივ საფუძველს,“ - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

დღის ამბები