18 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
დღეს ამ საკრებულოს შენობაში არის მონების პარადი - მარიკა დათუკიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა, პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა. მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება დარბაზში, არის სამარცხვინო.

„დღეს ამ საკრებულოს შენობაში არის მონების პარადი. ეს ადამიანები აბსოლუტურად სამარცხვინოდ გამოიყურებიან დღეს, რომლებიც ფიზიკურ შეხებასაც კი არ მოერიდნენ,“ -განაცხადა დათუკიშვილმა.

მარიკა დათუკიშვილის თქმით, საკრებულოს უმრავლესობას არ გააჩნია ღირსება, რომ ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგობა გაუწიონ.

ენმ-ის წევრის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილებას ოპოზიცია გაასაჩივრებს სასამართლოში, რადგან ეს იქნება არალეგიტიმური გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ბიუროს დასრულების შემდეგ მარიკა დათუკიშვილი ითხოვდა საკრებულოს თავმჯდომარესთან მისვლას, რის საშუალებასაც დარბაზში მობილიზებული სამართალდამცავები არ აძლევდნენ. რამდენიმე მცდელობის შემდეგ მან გიორგი ალიბეგაშვილთან მისვლა შეძლო, თუმცა მარიკა დათუკიშვილს საკრებულოს თავმჯდომარემ მიკროფონი არ ჩაურთო.

   

ამავე თემაზე
დღის ამბები