18 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
დაკავებულები გადაჰყავთ არა პოლიციაში, არამედ საკრებულოს შენობაში - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას, განცხადებით, პოლიციას ახალი აპრობირებული მეთოდი აქვთ და აქციაზე დაკავებულები გადაჰყავთ არა პოლიციის შენობაში, არამედ საკრებულოს შენობაში.

მისივე თქმით, მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობს თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი, გიორგი ალადაშვილი. მან ალადაშვილს "ზონდერი" უწოდა.

„სანამ გიორგი ალადაშვილი იქნება თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი, მანამდე შეძლებს ივანიშვილი, რაც უნდა, ის გააკეთოს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით. მას არა აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ჰყავს პოლიციას დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს. ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ფართობების გადაცემას აპროტესტებს. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები