18 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით ინიციატივას "პენსიონერების მოტყუებას" უწოდებს

მთავრობის ინიციატივას დაგროვებითი პენსიის შემოღებასთან დაკავშირებით შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში.

საუბარია ცვლილებებზე, რომელზეც მთავრობა მუშაობს და, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, დაგროვებითი პენსია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდეს.

როგორც საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, მთავრობა ატყუებს პენსიონერებს, თითქოს დაგროვებითი პენსია იყოს სახელმწიფო პენსიის მომატების გარანტი.

„ეს არის ტყუილი. ჩვენ რომ  დღეს დაგროვება დავიწყოთ, პირველი გაცემა მოხდება 20 წლის შემდეგ. არავითარი კავშირი დაგროვებით პენსიას პენსიის მომატებასთან არა აქვს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

ინიციატივა არ მოსწონთ ევროპულ საქართველოშიც.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავარი ნაკლი არის ის, რომ ეს რეფორმა არანაირი შეღავათს არ მისცემს არც დღევანდელ პენსიონერებს და არც მათ, ვინც რამდენიმე წელში გავა პენსიაზე.

„ეს არის ლაპარაკი ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება, პენსია მოუწიოს 30 წლის შემდეგ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირება იყო და ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები