18 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
საკრებულოს სხდომის დახურვით თვითმმართველობის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი დაირღვა - არასამთავრობოები 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს, სამოქალაქო სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობენ.  

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს არ ჰქონდა სხდომის დახურვასთან მიმართებაში ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების უფლება.

მათივე თქმით, დაუშვებელი იყო საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება შეეზღუდათ,  განსაკუთრებით დეპუტატებისთვის.

სამოქალაქო სექტორი საკრებულოს თავმჯდომარეს თვითმმართველობისა და ადმინისტრაციის კოდექსი დარღვევაში ადანაშაულებს და იმედოვნებს, რომ საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

„კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილება უნდა არსებობდეს საკრებულოს სხდომის დახურვასთან დაკავშირებით. ერთპიროვნულად საკრებულოს თავმჯდომარეს არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, ამიტომ გადაწყვეტილება ამ სხდომის დახურვასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება როგორც თვითმმართველობის კოდექსს, ასევე თავად საკრებულოს რეგლამენტს, ასევე ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს,“-აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები