18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
უკანონო თავისუფლების აღკვეთა და თანხის გამოძალვა - სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე 

სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე. უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და ექსპერტ-კრიმინალისეტები მუშქობდბენ. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

"კურიერის" ინფორმაციით დაკავებულები ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდნენ.

განცხადების გავრცელებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში გეგმავს, უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ თუმცა 4 პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

დღის ამბები