წყნეთის გზატკეცილზე კვლავ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სპეცოპერაცია ადგილზე გვიან ღამემდე მიმდინარობდა, საგამოძიებო მოქმედებები კი დილიდან განახლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი იმ ბინაში იმყოფება, სადაც რამდენიმე საათის წინ 4 პირი დააკავეს.
მოხდა თუ არა ახალი ნივთმტკიცებულების ამოღება უცნობია, კომენტარი უწყების მხრიდან დღეს გაკეთდება. ინფორმაცია მომხდარის შესახებ არც მეზობლებს აქვთ.