18 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
"2018 წლის ბიუჯეტი არის ტყუპისცალი წინა ბიუჯეტებისა, რომელმაც ქვეყანაში შექმნა კრიზისული ვითარება"-გოცირიძე

2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ფრაქციებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2018 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს „ნაციონალურ მოძრაობას“ აცნობს.  მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციას არაერთი მიმართულებით აქვს კრიტიკული შეკითხვები და შენიშვნები.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არაფრით განსხვავდება წინა წლების ბიუჯეტისგან.

„ეს ბიუჯეტი არის  ტყუპისცალი წინა ბიუჯეტებისა, რომელმაც ქვეყანაში შექმნა კრიზისული ვითარება,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განცხადებით ბიუჯეტი მილიარდი ლარით იზრდება, თუმცა ამ თანხაში ვერ მოიძებნა საშუალება პენსიების გასაზრდელად.

დღის განმავლობაში მსგავსი შეხვედრები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს საპარლამენტო ყველა ფრაქციასთან მოუწევს.

 

დღის ამბები