„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ლაგუნა ვერეს ტერიტორიის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვს.
საცურაო აუზი და დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, ბოლო რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს.
ზალიკო უდუმაშვილმა დღეს უფუნქციოდ დარჩენილი ობიექტი მოინახულა. მისი თქმით აუცილებელია ტერიტორიას დასასვენებელი და რეკრეაციული ფუნქცია დაუბრუნდეს.
„თაობები გაიზარდა ლაგუნა ვერეზე და ეს იყო გარკვეულად სიმბოლო ჩვენი ქალაქის. შეისყიდა და რა მივიღეთ? წლებია თბილისის ცენტრში არის ნაგვის ბუდე,“-განაცხადა ზალიკო უდუმაშვილი.