პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 141 საპატიმროს დღესვე დატოვებს, 85-ს კი სასჯელი შეუმცირდა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალება სხვადსხვა ბრალდებით გასამართლებულ პირებს შეეხო, მათ შორის ერთი უვადო პატიმარია, რომელიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.
„შეწყალების აქტი შეეხო 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. 13 ქალბატონიდან 12 დღეს დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას“,-განაცხადა ზვიად ქორიძემ.