"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და ხონის მერობის კანდიდატი ნაზი გეგია მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. ნიკა მელიამ თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივებს ის საარჩევნო პროგრამა გააცნო რომლის განხორციელებასაც "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს რაიონში, ეს ეხება სოციალური პრობლემების მოგვარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს განხორციელებას რომლიც რაიონში მეტი ტურისტის შემოსვლას გამოიწვევს, რაც ადგილობრივების კეთილდღეობაზე აისახება. მერობის კანდიდატმა ნაზი გეგია მოსახლეობას იმ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, რაც ხონის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლებს აწუხებთ.