18 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ნუგზარ ქავთარაშვილის ოჯახი, იარაღის ჩადებაში პოლიციას ადანაშაულებს 

იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ნუგზარ ქავთარაშვილის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან გამართეს.

ახლობლების თქმით, პანკისის ხეობის მკვიდრს იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს და სასჯელს ის უკანონოდ იხდის.

მათი თქმით, ბრალდებულს 4 წლიანი პატიმრობა მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე შეეფარდა და საქმეში სხვა მტკიცებულებები არ დევს.

აქციის მონაწილეებს დღეს პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა.

„მსჯავრდებული ამბობს, ჩამიტარეთ ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში თუ დამიმტკიცებთ იმას, რომ ნამდვილად რაიმე  კავშირი მქონდა ამ იარაღთან, ოთხი წელი აქვს მისჯილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, ამბობს დამიმატეთ კიდევ 10 წელი, თუნდაც უვადო სასჯელი მომცენ, თუკი რაიმე კავშირი მექნება ამ იარაღთან,“-განაცხადა ადვოკატმა ლალი ბუნტურმა.

დღის ამბები