„ერთობა ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ვაშაძემ შეკრებილებს წარმატების ის ქართული მოდელი გააცნო, რომელსაც გაერთიანება ამომრჩეველს სთავაზობს.
მერობის კანდიდატის განცხადებით, სწრაფი და სწორი განვითარებისთვის აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს ცოდნასა და განათლებაზე.
„ჩვენ გავაცანით სამეცნიერო წრეებს ის წარმატების ქართული მოდელი, რომელსაც ვთავაზობთ, რომ შევქმნათ თბილისი ლიდერთა შორის, საქართველო ლიდერთა შორის და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეკრებილ პროფესორ-მასწავლებლებს, სიტყვით „ახალი საქართველოს“ ლიდერებმაც მიმართეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.