18 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
უჩა ნანუაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე, დაესწრო ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას, სადაც 2016 წლის ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.

ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილა.

განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო სასამართლო სისტემის ხარვეზები, საკონსტიტუციო რეფორმა, ქვეყანაში არსებულ მედია გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობა.

“საუბარი შეეხო სასამართლო სისტემას, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, მედიას და ასევე იყო განხილული საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები,“ - განმარტავს უჩა ნანუაშვილი.

დღის ამბები