18 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
ბაგებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ბაგებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები დუმილის უფლებას იყენებენ. მათ ამ დრომდე სამართალდამცავებისთვის ჩვენება არ მიუციათ.

საუბარია გუშინ გვიან ღამით განხორციელებულ დაკავებაზე, რა დროსაც 4 პირი იქნა აყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე, დავით ფოცხიშვილი და ვასილ ვასილიადი ფულის გამოძალვის მიზნით, ბიზნესმენის გატაცებას გეგმავდნენ.

დაკავებულების ადვოკატი თამარ აბესაძე ამ ეტაპზე დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

„არ გადმომცემია სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლიდანაც აშკარა იქნება თუ რაში ედავებიან ბრალდებულებს. არ აღიარებენ დანაშაულს,“ - განაცხადა თამარ აბესაძემ.

„კურიერის“ ინფორმაციით ბიზნესმენი, რომლის გატაცებასაც ბაგებში დაკავებული პირები გეგმავდნენ, სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელი, გია გორგოშაძეა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები