18 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
"თბილსერვისიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ნარმანიას სასამართლო მოუგეს

"თბილსერვისიდან" გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და მათი სამსახურიდან დათხოვნა უკანონოდ ცნო. "თბილსერვისს" კი, მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

ამ დავაში "თბილსერვისიდან" გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს მერობის კანდიდატი კახა კუკავა იცავდა. მისი თქმით, ის პირადად ესაუბრა დავით ნარმანიას და სთხოვა, რომ ეს ადამიანები არ გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან.

თუმცა, კახა კუკავას განცხადებით, თბილისის მერმა თხოვნა არ გაითვალისწინა და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა გამართეს აქცია, ისინი სამსახურიდან დაითხოვა. 

 

დღის ამბები