მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიის გახმაურებამდე კი, მსახიობის ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარის საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ.
გამოძიებამ ექსპერტიზის პასუხი მაქსიმუმ 45 დღეში უნდა გაასაჯაროვოს. მსახიობის ცხედარი ქალაქის მთავარი პროზექტურიდან სახლში, დღეს დილით გადაასვენეს. ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი მისმა ბიძაშვილმა ნახა. მსახიობს ბოლოს გუშინ დილით მისი მეგობარი და კინო პარტნიორი, ზაზა კოლელიშვილი ტელეფონით ესაუბრა.
ზაზა კოლელიშვილი „კურიერთან“ ყვება, რომ ლიკა ქავჟარაძე ახალი კინო როლისთვის ემზადებოდა, ამიტომ დაგეგმილი ჰქონდა 17 კილოგრამის დაკლება. ამისთვის კი, ის გასახდომ ამბებს იღებდა.
ლიკა ქავჟარაძის ოჯახის წევრები გარდაცვალების ყველაზე სარწმუნო ვერსიად გულის უკმარისობას განიხილავენ. მსახიობის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად მისი მეგობრების ნაწილი წლების განმავლობაში მის ჯანმრთელობის პრობლემებსა და არაეფექტურ მკურნალობას უკავშირებს.
ყველა დროის ყველაზე ლამაზ ქართველ მსახიობს ოჯახი 2 დღეში გამოემშვიდობება. ლიკა ქავჟარაძეს შაბათს 15:00 საათზე დაკრძალავენ. დაკრძალვის დღეს ცხედარს ვაკის სამების ეკლესიაში დაასვენებენ.