ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. ლიკა ქავჟარაძემ მეოთხე პერსონალური გამოფენის გახსნა 19 ოქტომბერს დაგეგმა, ხოლო 26 ოქტომბერს მის დაბადების დღეზე, საზეიმოდ უნდა დაეხურათ.
ექსპოზიციას კი, მისი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევრის სახელი "რე" პრეფიქსი ანუ რე ინკარნაცია დაარქვეს. მიუხედავად ამ სახელწოდებისა, ყველა, ვისაც ნახატები ნანახი აქვს, ამბობს, რომ ისინი სიცოცხლით სავსე, ფერადი და დადებითი ემოციის მატარებელია.
ლიკა ქავჟარაძემ ხატვა 30 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მას რამდენიმე პერსონალური და ჯგუფური გამოფენებიც ჰქონდა.
დეკემბერში, კინო "რუსთაველის" წინ ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი უნდა გახსნილიყო.