მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუში. ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, ლეგახარიეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი მოსრიალდა, ბორდიურს შეეჯახა და ხრამში გადავარდა.
შემთხვევისას მანქანაში სოფელ ხაბუმეს მკვიდრი ძმები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ჩხოროწყუს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.