თბილისში ბეტონის ფილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. საწარმო პრემიერმინისტრმა გახსნა. ქარხანაში 10 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო. ქარხანაში, რომელიც პროექტ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნა, 100 ადამიანი დასაქმდება.
“მილიარდ 830 მილიონი ლარის ხარჯი არის ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტში მარტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მარტო სახელმწიფოს მხრიდან. წარმოიდგინეთ, ამას უკვე დაემატება კერძო სექტორის მზარდი დინამიკა და ანალიზის შედეგად, რომელიც ყველა თქვენგანს შეუძლია ნახოს, ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს კერძო სექტორს,“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.