18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
საარჩევნო ბლოკმა "დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალმა საქართველომ" ვაკის და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საარჩევნო ბლოკი "დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ვაკეში კენჭს დავით წერეთელი, საბურთალოზე ზურაბ დგებუაძე იყრის. კანდიდატების წარდგენამდე კი თბილისის მერობის კანდიდატმა შეკრებილებს კონკურენტების საარჩევნო პროგრამების ფინანსური შეფასება წარუდგინა. 

“ თვლიან, რომ ყველაფერი შეიძლება წინასაარჩევნოდ, ყველანაირი სისულელე უთხრა ამომრჩეველს, 700 ლარიანი პრემია დაჰპირდე, 3 ათას ლარიანი ხელფასი დაჰპირდე და ამაზე პასუხს არავინ არ მოგთხოვს. ვფიქრობ, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩეველმა არ დასაჯა ის კანდიდატები რომლებიც 200 და 300 მილიონიან დაპირებებს იძლევიან თბილისის ბიუჯეტიდან, ეს უმსგავსობა გაგრძელდება“ - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” და ”თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ.

დღის ამბები