18 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
ცესკო-ს ბრალდებები "რუსთავი 2"-ის მისამართით და ოპოზიციის მიერ გავრცელებული ნეპოტიზმის ახალი ფაქტები

საპასუხო ბრალდებები "რუსთავი 2"-ისა და ოპონენტების მისამართით. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი "კურიერში" გასაჯაროებულ სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებზე განმარტებებს აკეთებს და ამტკიცებს, რომ ცესკო-ს კანონი არ დაურღვევია. თამარ ჟვანიას ამ განცხადებს ახალ დოკუმენტებს უპირისპირებს ოპოზიცია, რომლებიც სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტსა და ნეპოტიზმის ახალ ფაქტებს ადასტურებს.

საუბარია მარტვილის 27-ე საუბნო კომისიის წევრ ლალი ახალაიაზე, რომლის შვილიც ამავე უბანზე "ქართული ოცნების" კვოტით იყრის კენჭს. თავად ლალი ახალია კამერების წინ არ გამოჩენილა, თუმცა დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ლალი ახალაია საოლქო კომისიამ უბანზე ნეიტრალური წევრის სტატუსით მხოლოდ იმიტომ წარადგინა, რომ სხვა ალტერნატივა არ იყო.

ფაქტები, რომლებიც ოპოზიციამ საოლქო კომისიაში გადაამოწმა, სახელისუფლებო გუნდისთვის არაფერს ნიშნავს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეს უწყებაა. ოპონენტები კი ცესკო-ში სავარაუდო ნეპოტიზმის გახშირებაზე მიუთითებს. 

წინასაარჩევნო პერიდოში გამოვლენილ სავარაუდო ნეპოტიზმისა და პოლიტიკური კორუფციის შესახებ ოპოზიცია შესაბამისი უწყებებიდან რეაგირებას ითხოვს.

დღის ამბები