18 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
წმინდა სინოდმა ზვიად გამსახურდიას მოძღვარი კიდევ ერთხელ დასაჯა - მეუფე ქრისტეფორე კი სინოდს უპირისპირდება

ზვიად გამსახურდიას მოძღვარი, მეუფე ქრისტეფორე წმინდა სინოდის წევრებს ხმამაღლა უპირისპირდება. რამდენიმე მღვდელმთავარს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირსა და მისი ლიკვიდაციის მცდელობაშიც ადანაშაულებს.

მღვდელმთავარს მსახურებისთვის არცერთ ტაძარში არ უშვებენ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოძღვარს ტაძრის საკურთხევლის კარი 22 წლის წინ დაუხურეს, მაშინ, როდესაც სინოდიდან გააძევეს და ემიგრაციაში წავიდა.

მეუფე ქრისტეფორე ორი დღის წინ წმინდა სინოდმა ისევ დასაჯა და სინანულისთვის მონასტერში მიავლინა. პატრიარქის და 40 ეპისკოპოსის განაჩენის აღსრულებას ეპისკოპოსი არ აპირებს.

მეუფე ამბობს, რომ ვერ გაუგია, რისთვის დასაჯეს და არც მის მოსასმენად დაუბარებია ვინმეს საპატრიარქოში.

ეპისკოპოსი ქრისტეფორე მის მიმართ განხორციელებულ დევნას ერთადერთი მიზეზით ხსნის. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის სულიერი მოძღვარი, ამბობს, რომ ის სინოდის წევრების მხრიდან ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ახლობლობის გამო იდევნება.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის სულიერი მოძღვარი ახლა საბოლოო ვერდიქტის მოლოდინშია. 

დღის ამბები