"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებები ხელისუფლებას. ოპოზიციური პარტია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე საუბრობს და საჩივრით უწყებათაშორის კომისიას მიმართავს. წინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობის დარღვევა ერთდროულად რამდენიმე პუნქტით მარტვილში ფიქსირდება.
ერთ-ერთი დარღვევა გაზეთ "მარტვილს" ეხება რომელსაც რაიონის გამგეობა აფინანსებს და მას ოპოზიციის კანდიდატების საწინააღმდეგოდ იყენებს. ამ ბრალდებას ადგილობრივ ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრობის" მერობის კანდიდატი უყენებს. მამუკა დანელია ამტკიცებს, რომ გაზეთს, "ქართული ოცნების" აქტივისტები მარტვილის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის წინასაარჩევნო ბუკლეტებთან ერთად არიგებენ.
მარტვილში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი მოჰყავთ საოლქო კომისიაში. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მტკიცებით, დამოუკიდებელი წევრების დაკომპლექტება "ქართული ოცნების" შტაბის რესურსით, სუს-ის მიერ წინასწარ შედგენილი სიებით მიმდინარეობდა.
ჯერჯერობით უცნობია როდის განიხილავს უწყებათშორისი კომისია მარტვილში წინასაარჩევნოდ გამოკვეთილ ამ და კიდევ სხვა დარღვევებს. უწყებას ფაქტების შესასწავლად "ნაციონალური მოძრაობიდან" უკვე მიმართეს.
ავტორი: ემა გოგოხია.