აჭარის მაღალმთიანი რაონის ხულოს სოფლებში მცხოვრებლები უწყლობასა და მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრებას აპროტესტებენ. სოფელ წაბლანას მოსახლეობის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ სასმელი წყალი აღარ არის.
წლების განმავლობაში არსებული წყაროს წყალები დაშრა და სოფელში მხოლოდ ერთი წყალსადენია, საიდანაც მცირეოდენი წყალი მოედინება და მთელი სოფლისათვის საკმარისი არ არის.
მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ ხერხდება.
ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობის შედეგად სოფელ ყინჩაურში დაბზარულია სახლები. მოსახლეობა კომპანიას და ხელისუფლებას კომპენსაციას და დახმარებას სთხოვს.