18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
დედა სიდონიამ ხელნაკეთი ნივთების ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქარი მუსლიმ სტუდენტს გადასცა

დღეიდან დედა სიდონიას ხელნაკეთი ნივთების შეძენა ახალ მისამართზე - ბულაჩაურის რვა ნომერში, ყვავილების მაღაზიაში, იქნება შესაძლებელი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დედა სიდონიამ სიმბოლური საჩუქრები სტუდენტებს, მათ შორის, მუსლიმ სტუდენტს და მრავალშვილიან დედას გადასცა.

დედა სიდონიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური თანასწორობა და ახლგაზრდების განათლება.

„სამოქალაქო საზოგადოებაში უნდა იყოს ყველა თანასწორი, როგორც ქრისტიანი, ასევე, მუსლიმი სტუდენტი გოგონაა, რომელიც არის ჰიჯაბით,“ - განაცხადა დედა სიდონიამ. 

დღის ამბები