18 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა - დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის რეკომენდაციებს მოსახლეობისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

რეკომენდაციების შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ, ისაუბრეს.

უწყებების წარმომადგენლები მოსახლეობას კარის სპეციალური ბადეების გამოყენებას და მცენარეებისგან სახლის დაცლას ურჩევენ. ასევე მოქალაქეებს მოუწოდებენ, დალუქონ ყველა ბზარი, ნაპრალი, მწერის შემოსასვლელი შესაძლო ადგილები, მათ შორის ბუხარი. 

გარდა ამისა, სასურველია მოსახლეობამ მექანიკური დაცვის საშუალებები იხმაროს. ეს იქნება მტვერსასრუტი, თუ საპნიანი წყალი, სადაც ნათურაა დამაგრებული.

მოქალაქეებს შეუძლიათ, სადეზინსექციო საშუალება მოიხმარონ, რომელიც დახურულ შენობებში შეიძლება იქნას გამოყენებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები