18 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
მღვდელმა წიწამურში ილია ჭავჭავაძის ობელისკის ღობე მოანგრია

მამა ტარიელ სიკინჭილაშვილმა წიწამურში ილია ჭავჭავაძის ობელისკის ღობე მოანგრია. ეროვნული ტრაგედიის ადგილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ილიას მუზეუმის დირექტორი დეკანოზს ვანდალიზმში ადანაშაულებს.

სასულიერო პირმა მუშებს ილიას ობელისკის ღობე იმ მოტივით მოანგრევინა, რომ იქ ეკლესია უნდა აეშენებინა, მას ხელი მუზეუმის დირექტორმა შეუშალა, საბოლოოდ ღობე მონგრეული დარჩა ეკლესია, კი მეზობელ ნაკვეთზე ააშენეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მცხეთის მუნიციპალიტეტში უკვე სამჯერ გააგზავნა წერილი, რომ ისტორიული მემკვიდრეობა ნადგურდება.

მცხეთის გამგებელი, ზურაბ აბესაძე, ამბობს, რომ უკანონო მშენებლობის გამო, დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი 2 წლის წინ დააჯარიმეს, თუმცა უკანონო მშენებლობა მაინც არ შეჩერებულა.

მცხეთის გამგებლის მოადგილის თქმით კი, უკანონო მშენებლობა ზედამხედველობის სამსახურს არ დაუჯარიმებია. მადონა ჯიქიას განცხადებით, ვინაიდან საქმე საპატრიარქოს ეხება, კანონდარღვევის მიუხედავად, მკაცრ გადაწყვეტილებას ერიდებიან.

 

 

დღის ამბები