18 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
იურისტები "კურიერის" მიერ პატიმართა შეწყალების საქმეში სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე მოპოვებული ინფორმაციის გამოძიებას ითხოვენ

პატიმართა შეწყალების საქმეში სავარუდო კორუფციის ფაქტებს, რომელიც "შაბათის კურიერმა" გაასაჯაროა არასამთავრობო სექტორი და იურისიტები ეხმიანებიან. მათი შეფასებით, გავრცელებული ინფომრაციით საგამოძიებო სტრუქტურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.

„უნდა ითქვას, რომ არსებითია ამ გარემოებებზე გამოძიების დაწყება და კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება გამოძიებისთვის, რომელიც კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციას და ფაქტებს შეიცავს, თუ ეს ყველაზე რელევანტული მუხლები, რაც ამ შემთხვევაში ჩანს ეს არის ქრთამის  მიღება და ზეგავლენით ვაჭრობა, რომელიც შეიძლება არამოხელე პირებს მიესადაგებოდეს,"-განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარის დიმიტრი ხაჩიძის შეფასებით კი ეჭვი კორუფციასთან დაკავშირებით შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში თუ შეწყალების კომისიისთვის საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი სია ავტომატურად ნიშნავს შეწყალებას.

„მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების კომისია რამდენად საერთო წესით  იხილავს საპატრიარქოსგან გამოგზავნილ სიას. ის რომ პრივილეგიას ხომ არ ანიჭებს. თ ეს კომისია საპატრიარქოს სიას რაიმე სხვა თვალით უყურებს და საპატრიარქოს სიაში მოხვედრა ნიშნავს შეწყალებას მაშინ ლოგიკურია რო ეჭვის საფუძველი ჩნდება რომ შეიძლება საუბარი იყოს კორუფციაზე,"-განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩანაწერში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში საუბრობს იმაზე, რომ კონკრეტული პირები საპატრიარქოში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მონაწილეობდნენ. ის სქემის სათავეში შორენა თეთრუაშვილს ასახელებს. ოხანაშვილი ამავე ჩვენებაში ეკა ბესელიას, ირმა ჭკადუას და ნანა კაკაბაძეს ახსენებს. გარდა ამისა სასამართლოს სხდომების ოქმებიდან ირკვევა, რომ ილია მეორის მდივან-რეფერენტი ხელს საპატრიარქოს იმ დოკუმენტებზე აწერს, რაც მის უფლებამოსილებას სცილდება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩვენებები 2 თვის წინ არის მიცემული, არც ერთი საქმით სამართალდამცავი სტრუქტურები ამ დრომდე არ დაინტერესებულან.

ამავე თემაზე
დღის ამბები