კახა კალაძე ისნის, დიღმის მასივისა და ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა და სვეტიცხოვლობა მიულოცა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ამომრჩევლებს პროგრამული ხედვის პრიორიტეტები გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, მათ შორის არის ურბანული განვითარება, სატრანსპორტო საკითხების მოგვარება, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეკონომიური ვითარების გამოსწორება, განათლების, კულტურის და სპორტის საკითხების წინ წამოწევა-გააქტიურება.
შეხვედრას ამომრჩეველთან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატებიც დაესწრნენ.