ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხენთაროში მცხოვრები ლენა ტოფაძე დახმარებას ითხოვს. ქალბატონი დანგრეულ სახლში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. მისთვის გაუგებარია თუ რა მიზეზით მოეხსნა სოციალური დახმარება, რომელიც მისთვის წლების განმავლობაში ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო.ლენა თოფაძე ამბობს , რომ არანაირი შემოსავალი არ აქვს და საკვებისთვის მეზობლების შეწუხება უწევს.
ლენა ტოფაძეს რამდენიმე თვის წინ შვილი გარდაეცვალა და მარტო დარჩა.
სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ 2016 წლის ოჯახის წევრთა შემადგენლობის ცვლილების საფუძველზე ოჯახი ხელახლა გადამოწმდა და დაფიქსირდა შრომისუნარიანი წევრები. ნინო ჭიღლაძის განცხადებით, სწორედ ეს გახდა სოციალური შემწეობის მოხსნის მიზეზი. ჭიღლაძე ლენა ტოფაძეს ურჩევს, რომ სააგენტოს განცხადებით ხელმეორედ მიმართოს და ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ აცნობოს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.