18 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
სოფელ ზემო ალვანში კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შეკრება "ცოდვილა უპატრონოების" სულის მოსახსენიებელ, ტრადიციული დოღის რიტუალს დაამთხვიეს და აქციაზე ცხენების თანხლებით გამოცხადდნენ.

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მეგობრებსა და თანასოფლელებს მიაჩნიათ, რომ ოსორაული ცოცხალია და ამის შესახებ საგარეო და თავდაცვის სამინისტროები ინფორმაციას მალავენ. ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და გარდაცვალების ფაქტებით დამტკიცებას ითხოვენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს მფრინავის ოჯახიც, რომელიც დღეს პარალელურ აქციას თბილისში მართავს.

მფრინავის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უწყებამ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები