18 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერებთან ერად სოლოლაკის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მხრდამჭერებთან ერთად რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო მსვლელობა სოლოლაკის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერებთან ერთად, საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს , რომლის მიხედვითაც ბიძნა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას პაშკინის სკვერის და თაბორის მთის მიმდებარედ მიწის ფართები გადაეცა. 

დღის ამბები