18 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
თბილისში სოსო ოსორაულის ოჯახი და ახლობლები ქართველი მფრინავის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას აპროტესტებენ 

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ოჯახი და მისი ხლობლები ქართველი მფრინავის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

ისინი ითხოვენ დელეგაცია ჩავიდეს კონგოში და ყველა კითხვას საბოლოოდ პასუხი გაეცეს. მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები სამი თვის განმავლობაში ჰპირდებოდნენ, რომ მფრინავს ტყვეობიდან გამოიხსნიდნენ თუმცა, საბოლოო აღმოჩნდა, რომ ჩინოვნიკებს მხოლოდ დრო გაჰყავდათ.

ოჯახი ითხოვს, სოსო ოსარაული საქართველოში ცოცხალი ან მკვდარი მაინც დააბრუნონ. არსებული უნდობლობის გამო მფრინავის ძმამ, გიორგი ოსორაულმა შეიარაღებულ ძალები პროტესტის ნიშნად დატოვა.

დღის ამბები